logo
ENG



"ისლამური ჯიჰადი" მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლეს

12 ნოე 201919:44
3 წუთის საკითხავი
 
442nng7xc8o9w0p.png

"ისლამური ჯიჰადი" ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გაგრძელებით იმუქრება. მებრძოლებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლეს. ჭურვების უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერშივე გაანადგურა. რამდენიმე რაკეტა სდეროთში აფეთქდა. დაზიანდა ქარხნის შენობა და საცხოვრებელი სახლები. 

დღევანდელი იერიშების დროს ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა. ვითარება რეგიონში ისრაელის საჰაერო ოპერაციების შემდეგ დაიძაბა. ღაზაში "ისლამური ჯიჰადის" მეთაურის სახლი დაბომბეს. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს - განვითარებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, გაიცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებების გაუქმებებისა და განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქალაქეთა მოქმედების წესის თაობაზე.

 


close დახურვა